- ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში ეფექტური გოლი გაიტანა
- ფეჰერვარის ქართველი ფორვარდი კარგ ფორმაშია
უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარმა ზალაეგერსეგი საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებაში თავისი წვლილი გოლით შეიტანა.
ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე შესანიშნავად ითამაშა, მცველი მოატყუა და მეტოქის კარი დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ მან გასულ ტურშიც გაიტანა და ზედიზედ მეორე თამაშში შეძლო თავის გამოჩენა. ბუდუ 75-ე წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა კი გამარჯვება იოლად მოიპოვა.
ფეჰერვარს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და 22 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება. ბუდუ ზივზივაძემ კი 10 თამაშში 4 გოლი გაიტანა.
კომენტარები