Thumbnail

Microsoft-მა აღიარა, რომ PS5 Xbox Series X-ზე უკეთესად მუშაობს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ Sony-ს კონსოლს, უკეთესი ფრეიმრეითი და რეზოლუცია აქვს
  • Microsoft-ის განცხადებით, ისინი პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ

ონლაინ გამოცემა The Verge-მ, Microsoft-ის შემდეგი თაობის კონსოლი, Xbox Series X, Sony-ს PlayStation 5-ს შეადარა. ექპერიმენტმა აჩვენა, რომ უამრავი თამაში, PS5-ზე ბევრად უფრო მაღალი ხარისხით და ნაკლები ხარვეზებით მუშაობს, ვიდრე Xbox Series X-ზე, მიუხედავად იმისა, რომ, ამ ორ კონსოლს შორის, ოფიციალურად, Xbox Series X-ს უკეთესი მონაცემები აქვს.

Digital Foundry-ს ვიდეო, რომელშიც თამაშ Devil May Cry 5-ის გეიმფლეი, ორივე კონსოლზეა ნაჩვენები, ამტკიცებს, რომ Sony-ს კონსოლს, უკეთესი ფრეიმრეითი და უკეთესი რეზოლუცია აქვს. 

ექსპერიმენტის დროს შემოწმდა ასევე Assassin’s Creed Valhalla-ც, რომელსაც Microsoft განსაკუთრებით აპიარებდა როგორც Series X-ზე იდეალურად მორგებულ თამაშს. აღმოჩნდა, რომ ეს თამაშიც PS5-ზე უკეთესად მუშაობს.

Microsoft ამტკიცებდა, რომ ახალი კონსოლის GPU-ს 12 FLOPS სიჩქარეზე მუშაობა შეეძლო (რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობას წამში 12 მილიარდი ოპერაციის განხორციელება შეუძლია), ხოლო Sony-ს მიხედვით, PS5-ის სიჩქარე მხოლოდ 10,28 FLOPS იყო. თუმცა, როგორც ჩანს, Microsoft-მა ამ დაპირების შესრულება ვერ შეძლო.

Microsoft-ის მიხედვით, Xbox Series X-ზე ტექნიკური პრობლემების მიზეზი დეველოპერებისთვის უკვე ცნობილია და მათ გადაჭრაზე მუშაობაც დაწყებულია. 

''ახალი თაობის კონსოლებზე გადასვლის პოტენციალი ჯერაც არაა სრულად რეალიზებული.'' ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. ''ამ პროცესში, მცირე უზუსტობები და ხარვეზები მისაღები და ლოგიკურია, თუმცა, ისინი უახლოეს მომავალში გამოსწორდება. ჩვენ ნელ-ნელა ვსწავლობთ, თუ როგორ შევქმნათ მომხარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული პროდუქტი და მომავალში უკეთეს კონსოლებს გპირდებით.''

კომენტარები

ბოლო ამბები