Thumbnail
  • ქართველების ანორთოსისმა ენოსისი 4:2 დაამარცხა
  • გიორგი ქვილითაია ბომბარდირთა დავაში ჩაერთო

კვიპროსის პირველ დივიზიონში ფამაგუსტას ანორთოსისმა ენოსის პარალიმნის უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:2 დაამარცხა, მატჩის გმირი კი გიორგი ქვილითაია იყო, რომელმაც მეტოქეს 3 გოლი გაუტანა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მე-13 და 53-ე წუთებზე პენალტებით გამოიჩინა თავი, ხოლო 73-ე წუთზე უკვე თამაშიდან აიღო მეტოქის კარი და კვიპროსში გადაბარგების შემდეგ ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო თამაში ჩაატარა. ქვილითაია 79-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ შეცვალა, გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა კი 90 წუთი ითამაშეს. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, მას ტრავმა აქვს და არ უთამაშია. პარალიმნის რიგებში სათადარიგო იყო ირაკლი მაისურაძე.

ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობას კიდევ ოთხ ფეხბურთელთან ერთად იყოს. ცნობისთვის, ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 1 გოლი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც აქვს გატანილი.

ფამაგუსტას ანორთოსისმა 12 ტურის თავზე 26 ქულა დააგროვა და გათამაშებას ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 4 დეკემბერს, სტუმრად დოქსას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები