Thumbnail

დიეგო მარადონას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მედია ლეგენდარული არგენტინელის ცხედრის გაკვეთის შედეგებზე წერს 
  • პათოლოგიის გამო, მარადონას გული ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი იყო

ცნობილი გახდა ზუსტი მიზეზი იმისა, თუ რა გახდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი. 

არგენტინული მედიის ინფორმაციით, გაკვეთის შემდეგ ექსერტებმა დაადგინეს, რომ 60 წლის მარადონას სიკვდილი ფილტვების მწვავე შეშუპებამ გამოიწვია, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო განპირობებული. 

გარდაცვლილს დილატაციური კარდიომიოპათია აღმოაჩნდა - გულის პათოლოგია, რომელიც გულის საკნის გადიდებას იწვევს. არგენტინელის გული ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი აღმოჩნდა და ის შემდგომში შესასწავლად შეინახეს.

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

მეტი ამ თემაზე:

დიეგომ ევროპაში ბარსელონაში, ნაპოლისა და სევილიაში ითამაშა

დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული არგენტინელი 27 ნოემბერს, ბუენოს აირესის სიახლოვეს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. 

მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები