Thumbnail

გოლი ცენტრიდან - გიორგი ბერიძემ უნგრეთში შედევრი შექმნა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ბერიძის მაგარი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში
  • 23 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა

უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ბერიძემ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც უიპეშტის ღირსებას იცავს, პაკშისთან შეხვედრაში მეტოქის კარი მოედნის ცენტრიდან დალაშქრა.

მატჩის 68-ე წუთზე გიორგიმ მეტოქის მეკარე კარიდან გამოსული დროულად შეამჩნია და კარში იდეალურად დაარტყა, რითაც ანგარიშის გახსნა მოახერხა. უიპეშტმა მატჩს ბოლო წუთზე გაუშვა და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-4 შეხვედრაში მე-2 გოლი გაიტანა, უნგრეთის თასზე კი 2 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება უპეშტს, უნგრეთის ჩემპიონატში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 ქულით მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები