Thumbnail

‘იმედია, როსკო არ არის’ - ჰემილტონის და ფეტელის რეაქცია ძაღლის გამოჩენაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრანპრის მეორე ვარჯიშზე პილოტებს შოუ ძაღლმა წაართვა. ისევე, როგორც ორი კვირის წინ თურქეთში, ტრეკზე ამჯერადაც ძაღლი შევარდა და “საპატიო წრეზე” წავიდა.

პილოტების რეაქცია სახალისო იყო. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონ ლიოს ჰემილტონს ამის შესახებ შეატყობინეს, მან თქვა: “იმედია, ეს როსკო არ არის!” როსკო ლუისის ბულდოგია, რომელსაც მისი გულშემატკივრები ჩემპიონის სოციალურ ქსელებიდან კარგად იცნობენ.

არანაკლებ კარგი იყო სებასტიან ფეტელის რეაქციაც. მან რაციაში Baha Men-ის ცნობილი ჰიტის სიმღერა დაიწყო: “Who let the dogs ouuut? Who, who, who, who”

“რომ მცოდნოდა, აქ ძაღლები დაიშვებოდნენ, ჩემსასაც წამოვიყვანდი,” - დაამატა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ფეტელმა. სებას ლაბრადორი ჰყავს.

საბედნიეროდ, ძაღლი უვნებელი გადარჩა. ფორმულა 1-ის ინსტაგრამის გვერდზე კომენტარებში წერენ, ფერარიზე სწრაფი ნამდვილად არისო. ტრეკზე საუკეთესო ჰემილტონი იყო. ისევ...

ლუის ჰემილტონი და მისი როსკო

 

კომენტარები

ბოლო ამბები