Thumbnail
  • ოკლაჰომა 100:94 იუტა ჯაზი
  • რას ვესტბრუკის კარგი თამაში გადამწყვეტი გამოდგა
  • ოკლაჰომამ სეზონში მე-11 შეხვედრაში გაიმარჯვა

რას ვესტრბრუკის 34 ქულა იუტა ჯაზის დასამარცხებლად საკმარისი გამოდგა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ოკლაჰომას 17 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაში დაეხმარა და რიგით მე-7 სამმაგი დუბლი შეასრულა.

შედეგიანი თამაშის პარალელურად, რასის მონაგარი 14 პასი და 13 მოხსნაა. პოლ ჯორჯმა ჯაზს 21 ქულა ჩაუგდო, 20 ქულა და 9 მოხსნა სტივენ ადამსის ანგარიშზეა, 14 ქულა ჩააგდო და რვაჯერ მოხსნა ბურთი კარმელო ენტონიმ. თანდერმა სეზონში მე-11 შეხვედრაში გაიმარჯვა.

ჯაზი დიდ შესვენებაზე 8 ქულიანი ფორით გავიდა, მესამე მეოთხედში კი ალენ ბარქსის ლეიაპმა იუტას უპირატესობა მაქსიმალური, 17 ქულიანი გახადა. მეოთხედის ბოლო წუთები ვესტბრუკის კარგი თამაშით აღინიშნა. ოკლაჰომას ლიდერმა 11 ქულა ჩააგდო, ბოლო პერიოდის წინ სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა.

მასპინძელმა გუნდმა ბოლო პერიოდის სტარტზე სხვაობა 6-ქულიანი გახადა, ამის შემდეგ პარკეტზე დასვენებული ვესტბრუკი დაბრუნდა და თამაშიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ოკლაჰომა საფინალო ზარამდე 4 წუთით ადრე წინ გავიდა და უპირატესობა აღარც არავისთვის დაუთმია.

კიდევ ორი მატჩში:

ტორონტო - სანსი 126:113 | პორტლენდი - ვაშინგტონი 92:106

კომენტარები

ბოლო ამბები