Thumbnail

მწვრთნელს უკვე ელაპარაკა - იბრაჰიმოვიჩის დიდი დაბრუნება რეალურია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრებში დაბრუნება სურს
  • მედიის ინფორმაციით, იბრა მწვრთნელს უკვე ელაპარაკა

ცოტა ხნის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამზე შვედეთის ნაკრების ფორმით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გამოითქვა ვარაუდი, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება სურს. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა!

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის (SVF) მიერ დადასტურებული ინფორმაციით, 39 წლის იბრაჰიმოვიჩსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ იანე ანდერსონს შორის პირველი საუბარი უკვე შედგა!

ზლატანმა სანაკრებო კარიერა ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულა

იბრამ, რომელსაც ნაკრებში 62 მატჩი აქვს ჩატარებული, სანაკრებო კარიერა 2016 წელს დაასრულა. “პირველი საუბარი შედეგიანი და კარგი იყო,” - ამბობს ანდერსონი და დასძენს, რომ ზლატანთან დიალოგი გაგრძელდება.

შვედეთის ნაკრებს იბრაჰიმოვიჩი სჭირდება - იგი შესანიშნავ ფორმაშია, მილანში იდეალურად თამაშობს და სერია A-ს ბომბარდირთა რეიტინგს 8 ტურის შემდეგ 10 გოლით ლიდერობს. ზლატანი ორიოდე დღის წინ შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეთორმეტედ დაასახელეს. ეროვნულ გუნდში მას 116 მატჩში 62 გოლი აქვს. 

View this post on Instagram

Long time no see

A post shared by Zlatan Ibrahimović (@iamzlatanibrahimovic) on

კომენტარები

ბოლო ამბები