Thumbnail
  • კალ სტეიტი 97:79 ვესტმაუნტი
  • ალექსანდრე მერკვილაძე: 20 ქულა, 12 მოხსნა

NCAA-ში წარმატებული დებიუტი ჰქონდა 18 წლის ალექსანდრე მერკვილაძეს, რომელიც შარშან დეკემბერში პირველი დივიზიონის კალ სტეიტ ნორტრიჯმა დაიბევა. BIG WEST-ის კონფერენციის პირველ მატჩში კალ სტეიტმა ვესტმაუნტს 18-ქულიანი სხვაობით, 97:79 მოუგო. 

ქართველი ცენტრი სასტარტოში იყო და 29:00 წუთში მან 20 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, მის ანგარიშზე 2 სამქულიანიცაა. მერკვილაძემ ორმაგი დუბლიც მიითვალა - 12 მოხსნა (აქედან 5 მეტოქის ფარზე). 

კომენტარები

ბოლო ამბები