- რეინჯერსმა ბენფიკასგან 2 გოლი გაუშვა და 3 ქულა დაკარგა
- კაჭარავა ბოლო წუთებზე ათამაშეს, ნინუა ისევ სათადარიგოზე დარჩა
ევროპალიგის მეორე ტურის მეორე სესიის მატჩები უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა 11 მატჩში 22 გოლი გაიტანეს. რეინჯერსი ბენფიკას 2:0-ს ამარცხებდა და ჯგუფში პირველ ადგილსაც ინაღდებდა, თუმცა გლაზგოურმა კლუბმა ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
რეინჯერსი 2:2 ბენფიკა
გოლები: 1:0 არფილდი (7), 2:0 რუფი (69), 2:1 ტავერნიერი (ა.გ 78), 2:2 პიცი (81)
სამწუხაროდ, ნიკა კაჭარავას ლეხი სტანდარდთან ბოლო წუთზე დამარცხდა. ბელგიელებმა 3 ქულა მოიპოვეს, თუმცა ჯგუფიდან გასვლის მინიმალური შანსი აქვთ. კაჭარავა სათადარიგო სკამზე იყო და მინდორზე მხოლოდ 83-ე წუთზე გამოჩნდა.
ნიკა ნინუას პაოკ-ი სტუმრად ნიდერლანდებში 2:3 დამარცხდა. ნინუა მწვრთნელმა სათადარიგო სკამზე დატოვა, ხოლო პსვ-მ 0:2-დან თამაში შემოატრიალა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.
კლუჟი 0:2 რომა
გოლები: 0:1 დებლიუ (ა.გ 49), 0:2 ვერეტუ (პენ-67)
დანდალკი 1:3 რაპიდი
გოლები: 0:1 კნასმიულნერი (11), 0:2, 0:3 კარა (37, 58), 1:3 შილდსი (პენ-63)
ლევერკუზენი 4:1 ჰაპოელ ბეერ შევა
გოლები: 1:0 შიკი (29), 2:0 ბაილი (48), 2:1 შვირო (58), 3:1 დემირბაი (76), 4:1 ალარიო (80)
ნიცა 1:3 სლავია
გოლები: 0:1 ლინგრი (14), 1:1 გუირი (60), 1:2 ოლაინკა (64), 1:3 სიმა (75)
სტანდარდი 2:1 ლეხი
გოლები: 0:1 იშაკი (60), 1:1 ტაპსობა (63), 2:1 ლაიფისი (90)
პსვ 3:2 პაოკ
გოლები: 0:1 ვარელა (4), 0:2 ცოლისი (13), 1:2 გაკპო (20), 2:2 მადუეკე (50), 3:2 მალენი (53)
გრანადა 2:1 ომონია
გოლები: 1:0 სუარესი (8), 1:1 ასანტე (60), 2:1 სორო (73)
ნაპოლი 2:0 რიეკა
გოლები: 1:0 პოლიტანო (41), 2:0 ლოსანო (75)
ალკმაარი 0:0 სოსიედადი
ტოტენჰემი 4:0 ლუდოგორეცი
გოლები: 1:0, 2:0 კარლოს ვინისიუსი (16, 34), 3:0 ვინკსი (63), 4:0 ლუკას მოურა (73)
კომენტარები