Thumbnail

კიდევ ერთი ქართველი ევროპალიგაზე - გელაშვილი სელტიკთან მატჩის განაცხადში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 19 წლის ივა გელაშვილი პრაღის სპარტას ძირითად გუნდში
  • გელაშვილი ჩეხური ფეხბურთის აღზრდილია

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში პრაღის სპარტამ 4:1 გაანადგურა გლაზგოს სელტიკი. ჩეხური კლუბი 6 ქულით მე-3 პოზიციაზეა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. 

ამ მატჩში მასპინძელთა გუნდის განაცხადში 2 ნომრით 19 წლის ქართველი მცველი ივა გელაშვილი მოხვდა. გელაშვილს მოედანზე გასვლა არ მოუწია, თუმცა ევროთასებზე მისი გამოჩენა დიდი მოულოდნელობაა, რადგან გელაშვილი სპარტას სარეზევრო გუნდის წევრია.

ივა გელაშვილი ჩეხური ფეხბურთის აღზრდილია, თუმცა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს. ის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია (ისევე, როგორც სპარტას 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი იყო). ივამ ერთხელ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშა. ამ სეზონში ივამ სარეზერვო ლიგაში სპარტას მაისურა 7-ჯერ მოირგო, სპარტას პირველი გუნდის განაცხადში კი კარიერაში პირველად მოხვდა. 3 დეკემბერს სპარტა ფრანგულ ლილს ესტუმრება ევროპალიგის მე-5 ტურის მატჩში. 

კომენტარები

ბოლო ამბები