Thumbnail

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში იტალიური ნაპოლი ხორვატიის რიეკას მასპინძლობს. მატჩის წინ ნაპოლის ფეხბურთელებმა (ისევე, როგორც სტუმრებმა) პატივი მიაგეს დიეგო მარადონას ხსოვნას. მინდორზე გასულ 11-ვე ფეხბურთელს მარადონას 10-ნომრიანი მაისურა ეცვა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი, რომელიც ნაპოლის ლეგენდა იყო, 25 ნოემბერს საკუთარ სახლში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

"სან პაოლოზე" მატჩს, ბუნებრივია, მაყურებელი არ ესწრება, თუმცა სტადიონის გარშემო საოცარი სიტუაციაა. სხვათა შორის, "სან პაოლო" მთელი ღამის განმავლობაში განათებული იყო, ამ სტადიონს მალე დიეგო მარადონას სახელს მიანიჭებენ.

მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ ყველაზე წარმატებული საკლუბო კარიერა დიეგოს ნეაპოლში ჰქონდა, სამხრეთ იტალიაში მას უბრალოდ აღმერთებდნენ, მან 81 გოლი გაიტანა ნაპოლის მაისურით და ორჯერ სკუდეტო მოაგებინა კლუბს (1987, 1990). მასთან ერთად ნაპოლიმ კოპა იტალია და უეფას თასიც მოიგო, ასევე იტალიის სუპერთასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები