Thumbnail

'დიდი ღმერთი' - როგორ გამოეხმაურა მსოფლიოს სპორტული მედია მარადონას სიკვდილს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მსოფლიო მედია დიეგო მარადონას სიკვდილს გამოეხმაურა
  • 26 ნოემბრის სპორტული გამოცემების ყდები 

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალება მსოფლიო მედიის მთავარი თემაა. დღევანდელი, 26 ნოემბრის სპორტული გაზეთებისა და ჟურნალების მთავარი გვერდები ძირითადად არგენტინელ ლეგენდას მიუძღვნეს. 

არგენტინული "კლარინი", რომელმაც პირველად გაავრცელა ეს თავზარდამცემი ამბავი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ყდაზე წერს: "არავინ იქნება მისი დარი". "ელ პაისი": "მარადონას მთელი პლანეტა ემშვიდობება".

გთავაზობთ ზოგიერთი გამოცემის ყდის სათაურებს - "ვანგარდია": "მშვიდობით ყველა დროის გენიოსო"; "ელ უნივერსალი": "მშვიდობით ათიანო". 20 Minutes: "დიდი ღმერთი"; "ბლიკი": "მსოფლიო ლეგენდის სიკვდილს გლოვობს"; "სანი": "ღმერთის ხელის სახელით".

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

მსოფლიო მედია დიეგო მარადონაზე

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მეტი ამ თემაზე:

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო. ბუენოს აირესში სახალხო პანაშვიდები მიმდინარეობს. მისი ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეშია დასვენებული.

კომენტარები

ბოლო ამბები