Thumbnail
  • მილანმა ლილთან ვერ მოიგო და ჯგუფში მეორე ადგილზეა
  • ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერს ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ აქვს

ევროპალიგის მეოთხე ტურის პირველი სესიის მატჩებში ყველაზე დიდ ინტერესს მილანისა და ლილის დაპირისპირება იწვევდა. სტეფანო პიოლის გუნდმა ფრანგებთან ''სან სიროზე'' 0:3 წააგო და საფრანგეთში რევანშისთვის იყო ჩასული.

''როსონერი'' მეორე ტაიმში დაწინაურდა. სამუ კასტილიეხოს ანტე რებიჩმა ცარიელ კარში გაატანინა, თუმცა მილანმა მატჩი მაინც ვერ მოიგო. კრისტოფ გალტიეს ფეხბურთელებმა 64-ე წუთზე გაათანაბრეს. წონასწორობა ჯონათან დევიდის პასით ბამბამ აღადგინა და ლილი პირველ ადგილზე 8 ქულით დატოვა. ამავე ჯგუფში პრაღის სპარტამ გლაზგოს სელტიკი 4:1 გაანადგურა.

ლილი 1:1 მილანი

გოლები: 0:1 კასტილიეხო (46), 1:1 ბამბა (65)

სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერი ზაგრების დინამოსთან საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ავსტრიელებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვეს. ვოლფსბერგერს 4 ქულა აქვს და მათ ჯგუფში ზაგრების დინამო და როტერდამის ფეიენოორდი უსწრებთ.

აეკ 0:3 ზორია

გოლები: 0:1 გრომოვი (61), 0:2 კაბაევი (75), 0:3 იურჩენკო (პენ-85)

ბრაგა 3:3 ლესტერი

გოლები 1:0 მუსრატი (4), 1:1 ბარნსი (9), 2:1 პაულინიო (24), 2:2 ტომასი (78), 3:2 ფრანსერჟიო (90), 3:3 ვარდი (90+5)

ცსკა მოსკოვი 0:0 ფეიენოორდი

ცსკა სოფია 0:1 იანგ ბოიზი

გოლები: 0:1 ნსამე (34)

გენტი 0:2 ცრვენა ზვეზდა

გოლები: 0:1 პეტროვიჩი (2), 0:2 მილუნოვიჩი (58)

ლასკ 0:2 ანტვერპენი

გოლები: 0:1 რეფაელოვი (53), 0:2 გერკენსი (83)

ლიბერეცი 0:2 ჰოფენჰაიმი

გოლები: 0:1 ბაუმგარტნერი (77), 0:2 კრამარიჩი (პენ-89)

თელ ავივი მაკაბი 1:1 ვილიარეალი

გოლები: 0:1 ბაენა (45), 1:1 პესიჩი (47)

მიოლდე 0:3 არსენალი

გოლები: 0:1 პეპე (50), 0:2 ნელსონი (55), 0:3 ბალოგანი (83)

ყარაბაღი 2:3 სივასპორი

გოლები: 1:0 ზუბირი (8), 1:1 კონე (პენ-40), 2:1 მატიჩი (51), 2:2 კაიოდე (58), 2:3 კონე (79)

სპარტა 4:1 სელტიკი

გოლები: 0:1 ედუარი (15), 1:1 ჰანცკო (26), 2:1, 3:1 ჯულისი (38, 80), 4:1 პლავშიჩი (90+4)

ვოლფსბერგერი 0:2 დინამო ზაგრები

გოლები: 0:1 მაიერი (60), 0:2 პეტკოვიჩი (75), 0:3 ივანუსეჩი (90+1)

კომენტარები

ბოლო ამბები