Thumbnail
  • სეზონის ბოლოს არსენ ვენგერი არსენალიდან წავა
  • მისი სამსახურით პსჟ დაინტერესდა

L'Equipe-ის ცნობით, პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალის მწვრთნელით, არსენ ვენგერით დაინტერესდა, რომელიც სეზონის ბოლოს ასრულებს ლონდონურ კლუბში თავის 22-წლიან კარიერას. 

ოღონდ, ფრანგულ გრანდს ვენგერი მთავარი მწვრთნელის რანგში არ სჭირდება, მას შეიძლება, გენერალური მენეჯერის თანამდებობა შესთავაზონ. ასეთ შემთხვევაში 68 წლის ელზასელი ფრანგი გერმანელ თომას ტუხელს დაეხმარება, რომელიც პსჟ-ს პოსტზე უნაი ემერის შეცვლის. 

არსენ ვენგერი 1996 წელს გახდა არსენალის მწვრთნელი. მანამდე მას ფრანგულ ნანსიში, მონაკოში და იაპონურ ნაგოიაში უმუშავია. ვენგერის ხელმძღვანელობით არსენალი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და 7-7-ჯერ მოიგო ასოციაციისა და ლიგის თასები. 

კომენტარები

ბოლო ამბები