Thumbnail
  • საქართველო 0:4 მალტა
  • გოლები: 0:1 ზამიტი (34), 0:2 ბუგეჯა (44), 0:3 ზამიტი (52), 0:4 ბუგეჯა (58)
  • საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროშესარჩევში ბოლო ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რიგით მეცხრე თამაში ჩაატარა და მეცხრედ დამარცხდა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა თბილისში მალტას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 წააგო.

შეხვედრამ სტუმართა დიდი უპირატესობით ჩაიარა და გამარჯვება იოლად მოიპოვეს. მატჩის ბედი შესვენებადე გადაწყდა. ზამიტისა და ბუგეჯას გოლებით მალტელებმა ორბურთიანი უპირატესობა მიიღეს.

მე-2 ტაიმის დასაწყისში კი საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი გოლი გაუშვა. თავი ისევ ზამიტმა და ბუგეჯამ გამოიჩინეს და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. საქართველომ შეტევაშიც ვერაფრით დაგვამხსოვრა თავი, მხოლოდ 85-ე წუთზე შექმნა რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ ლელა ჭიჭინაძის დარტყმა კარს ზემოდან გადასცდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებს შესარჩევ ციკლში 9 ტურის შემდეგ ქულა მოპოვებული არ აქვს და ბოლო ადგილზეა. ბოლო ტურში ლევან ბაჯელიძის გუნდი 1 დეკემბერს, ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველო 0:4 მალტა

გოლები: 0:1 ზამიტი (34), 0:2 ბუგეჯა (44), 0:3 ზამიტი (52), 0:4 ბუგეჯა (58)

საქართველო (4-4-2): გაბუნია - ქადაგიშვილი, სუთიძე, ჯოჯუა, ჩხარტიშვილი - ბაქრაძე (60. ბოლქვაძე), დანელია (71. კახნიაშვილი), თოდაძე (79. ბებია), ჩემინავა (79. ეპიტაშვილი) - ჭიჭინაძე, ჭყონია

კომენტარები

ბოლო ამბები