Thumbnail

ათასობით ადამიანი ტირის - LIVE დიეგო მარადონას სახალხო პანაშვიდიდან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ბუენოს აირესში, არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში დილიდან დიეგო მარადონას სახალხო პანაშვიდი მიმდინარეობს. არგენტინის დედაქალაქში ადამიანები ფეხბურთის ღმერთად წოდებულ ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად იკრიბებიან. ოჯახის წევრები, ფუნქციონერები, ყოფილი თანაგუნდელები, მეგობრები, ფეხბურთის ვარსკვლავები და უბრალოდ დიეგოს ფანები მას უკანასკნელ გზაზე აცილებენ.

პირდაპირ რეპორტაჟს არაერთ ტელევიზია გადასცემს. მათ შორის, ევრონიუსი.

დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში გამთენიისას გადაასვენეს. Casa Rosada-ში დიეგოსთან გამოსამშვიდობებლად უკვე ათასობით ადამიანი მივიდა. მარადონას ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეში სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული. მანამდე, არგენტინის მთავრობამ დიეგოს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო. ბუენოს აირესში სახალხო პანაშვიდები მიმდინარეობს. მისი ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეშია დასვენებული.

კომენტარები

ბოლო ამბები