Thumbnail

'მადლობა მოედანზე ჯადოქრობისთვის' - ზიდანი მარადონას შესახებ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა. ლეგენდარულმა ფრანგმა დაწერა, რომ ფეხბურთმა გენიოსი დაკარგა და დიეგოს მადლობა გადაუხადა.

ზინედინ ზიდანი: "მადლობა მოედანზე შენი ჯადოქრობისთვის დიეგო არმანდო მარადონა. ეს ძალიან სამწუხარო მომენტია ფეხბურთისთვის სამყაროსთვის, გენიოსი წავიდა!"

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძვოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო. ბუენოს აირესში სახალხო პანაშვიდები მიმდინარეობს. მისი ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეშია დასვენებული.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები