Thumbnail

'ღმერთს ერთ რამეს ვთხოვ' - რონალდოს ემოციური პოსტი მარადონაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დიეგო მარადონას გარდაცვალებამ მთელი საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა. ფეხბურთის ღმერთად წოდებულს ყველა ემოციური სიტყვებით ემშვიდობება. გამონაკლისი არც ბრაზილიელი რონალდოა. მან პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

რონალდო: "რა სამწუხარო დღეა ჩვენთვის, ფეხბურთის მოყვარულთათვის. ჩვენი სპორტი კარგავს ერთ-ერთ უდიდეს კერპს. მე ვკარგავ დიდ მეგობარს, რომლის ნიჭი ჩემთვის ბავშვობიდანვე შთამაგონებელი იყო. იმედგაცრუებული ვარ მისი წასვლით, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ორივე ჩვენგანის ისტორია ერთმანეთს შეხვდა. ‘ელ პიბე’, შემი მემკვიდრეობა მარადიულია. მოედანზე შენი ჯადოქრობა არასდროს იქნება დავიწყებული. მშვიდად განისვენე ჩემო მეგობარო. ღმერთს ერთ რამეს ვთხოვ, რომ დაამშვიდოს შენი ოჯახი, მეგობრები და მთელს მსოფლიოში ყველა თაობის თაყვანისმცემლები".

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონას სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალურიათიანიკოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძვოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები