Thumbnail
  • ფენერბაჰჩე 95:89 ბასკონია 
  • თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 12 ქულა და 5 პასი მიითვალა

თორნიკე შენგელიას ბასკონია ევროლიგის პლეი ოფის I წრის მეორე მატჩშიც დამარცხდა ფენერბაჰჩესთან - 89:95. 

► თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის MVP-ის გამოკითხვაში დაწინაურდა

გუნდის ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ იყო, მან 23:00 წუთი ითამაშა და 12 ქულა ჩააგდო. მან თამაშიდან 8-დან 6 ჩააგდო. შენგელიას ანგარიშზე 5 პასი და 3 მოხსნაა. ქართველმა კალათბურთელმა ბოლო წამებზე მე-5 პერსონალური შენიშვნა მიიღო. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 ქულაა. 

ერთ მომენტში, ბოლო მეოთხედში თორნიკემ მეტოქის ფარქვეშ შესანიშნავად იბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა - 72:72. თუმცა მეტი ბასკურმა კლუბმა ვეღარ შეძლო. 

ბასკონიის რიგებში ყველაზე მეტი მეტ ჯენინგსმა ჩააგდო 17 ქულა. გამარჯვებულებში ბრედ ვანამეიკერმა 19 ქულა მიითვალა. 

ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე 2:0 დაწინაურდა. სერია 3 მოგებამდეა, ასე რომ, თუ 24 აპრილსაც თურქები იმარჯვებენ, ოთხეულში გავლენ. მომდევნო მატჩი უკვე ვიტორიაში გაიმართება.  

კომენტარები

ბოლო ამბები