Thumbnail

ოთხშაბათს ევროპის ქალაქებში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩები. წინა დღეს პლეი ოფში გასულ ოთხ კლუბს (ბარსელონა, იუვენტუსი, ჩელსი, სევილია) კიდევ 2 შეემატა - ბაიერნი და მანჩესტერ სიტი.

A ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა მიუნხენის ბაიერნმა, რომელმაც ზალცბურგს 3:1 მოუგო, თითო გოლი გაიტანეს, ლევანდოვსკიმ, კომანმა და სანემ. სხვათა შორის ბაიერნმა თამაში 10 კაცით დაასრულა, 66-ე წუთზე ესპანელი მარკ როკა გააძევეს. 

📺 ბაიერნი v ზალცბურგი [მიმოხილვა]

ატლეტიკომ საქმე გაირთულა, მას მერე, რაც მადრიდში მოსკოვის ლოკომოტივს ვერაფერი მოუხერხა. ვიდეორეფერიმ მეორე ტაიმში კოკეს გოლი გააუქმა. 

📺 ატლეტიკო v ლოკომოტივი [მიმოხილვა]

მიონხენგლადბახის ბორუსიამ დავით ხოჭოლავას (არ უთამაშია) შახტარს მეორე თამაშიც დიდი ანგარიშით მოუგო - 4:0, ორი მატჩის ჯამში კი - 10:0. ცალკე აღნიშვნის ღირსია ემბოლოს მაკრატელა. B-ში გერმანული კლუბი მოულოდნელი ლიდერია. 

📺 გლადბახი v შახტარი [მიმოხილვა]

მილანში რეალი აზარის პენალტით დაწინაურდა, პირველივე ტაიმში ინტერი 10 კაცით დარჩა, როცა ვიდალი გააძევეს. ყველაფერს კი მეორე ტაიმში ჰაკიმის ავტოგოლი დაემატა, რომელიც ადრე რეალის ფეხბურთელი იყო - 0:2. 

📺 ინტერი v რეალი [მიმოხილვა]

C ჯგუფში სიტიმ ნაადრევად გაიფორმა საგზური, მას მერე, რაც სტუმრად ოლიმპიაკოსი 1:0 დაამარცხა, როგორც ბარსელონა და ბაიერნი, პეპ გვარდიოლას გუნდიც უდანაკარგოა ამ სეზონში

📺 ოლიმპიაკოსი v მანჩესტერ სიტი [მიმოხილვა]

D ჯგუფში ყველაფერი წინაა - ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც ლივერპული მოულოდნელად შინ 0:2 დამარცხდა ატალანტასთან, რომელსაც სტუმრად 5:0 მოუგო! 

📺 ლივერპული v ატალანტა [მიმოხილვა]

აიაქსმა მიდტიულანდს უშანსოდ მოუგო 3:1 და დანიური კლუბი ჯგუფში ისევ უქულოა. 

📺 აიაქსი v მიდტიულანდი [მიმოხილვა]

A ჯგუფი

ბაიერნი 3:1 ზალცბურგი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (42), 2:0 კომანი (52), 3:0 სანე (68), 3:1 ბერიშა (73)

ატლეტიკო 0:0 მოსკოვის ლოკომოტივი

1. ბაიერნი - 12 ქულა, 2. ატლეტიკო 5, 3. ლოკომოტივი - 3, 4. ზალცბურგი - 1

B ჯგუფი 

გლადბახი 4:0 შახტარი 

გოლები: 1:0 შტინდლი (17-პენალტი), 2:0 ელვედი (34), 3:0 ემბოლო (45+1), 4:0 ვენდტი (77)

ინტერი 0:2 რეალი

გოლები: 0:1 აზარი (7-პენალტი), 0:2 ჰაკიმი (59. ავტოგოლი)

1. გლადბახი - 8, 2. რეალი - 7, 3. შახტარი - 4, 4. ინტერი - 2

C ჯგუფი 

ოლიმპიაკოსი 0:1 მანჩესტერ სიტი

გოლი: 0:1 ფოდენი (36)

მარსელი 0:2 პორტუ

გოლები: 0:1 სანუსი (39), 0:2 ოლივეირა (72-პენალტი)

1. მანჩესტერ სიტი - 12, 2. პორტუ - 9, 3. ოლიმპიაკოსი - 3, 4. მარსელი - 0

D ჯგუფი 

ლივერპული 0:2 ატალანტა

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (60), 0:2 გოსენსი (64)

აიაქსი 3:1 მიდტიულანდი

გოლები: 1:0 გრავენბერხი (47), 2:0 მაზრაუი (49), 3:0 ნერეში (66), 3:1 მაბილი (80-პენალტი)

1. ლივერპული - 9, 2. აიაქსი - 7, 3. ატალანტა - 7, 4. მიდტიულანდი - 0

კომენტარები

ბოლო ამბები