Thumbnail

‘საფლავის ქვაზე ეს დააწერეთ’ - მარადონას ძველი ვიდეო ვირუსული გახდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 2005 წელს დიეგო ერთ-ერთ ტელეგადაცემაში თავის დაკრძალვაზე საუბრობდა
  • როგორ ემადლიერებოდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთსა და ბურთს 

სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა არგენტინული ტელეარხის გადაცემა La noche del 10-ის მონაკვეთი, რომელიც 2005 წელს არის გადაღებული. ვიდეორგოლში ლეგენდარული ფეხბურთელი ინტერვიუს საკუთარი თავისგან იღებს.

"რას იტყოდი საკუთარ დაკრძალვაზე? "გმადლობ, რომ ფეხბურთს თამაშობდი. გმადლობ, რომ თამაშობდი ფეხბურთს - სპორტს, რომელიც მჩუქნიდა სიხარულს, თავისუფლებას. ეს ხელით ზეცის დაჭერას ჰგავს. მადლობა ბურთს. ასე დააწერეთ საფლავის ქვაზე: "მადლობა ბურთს", - ამბობს მარადონა ვიდეოში.

Diego Armando Maradona habla sobre su muerte

Año 2005. Diego Maradona habla con sí mismo sobre su muerte. Ocurrió en "La noche del 10", su programa televisivo. "Si tuviera que decirle a Maradona una palabra en el cementerio, le diría gracias por haber jugado al fútbol". Eternamente en nuestros corazones, Diego 🙏🔟

Posted by Bolavip on ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2020

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. დიეგო ნოემბრის დასაწყისში ბუენოს აირესის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. 11 ნოემბერს მარადონა კლინიკიდან  გაწერეს.

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არხენტინოს ხუნიორსის, ბოკა ხუნიორსის, ბარსელონას, ნაპოლის, სევილიასა და ნიუელს ოლდ ბოისის ღირსებას იცავდა, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი მსოფლოს 1986 წლის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები