- ილინოისი 122:60 ჩრდ. კაროლინა | გიორგი ბეჟანიშვილი 7 ქულა, 7 მოხსნა
- ქართველები ევროპელთა TOP 20-ში - დღეს NCAA იწყება
გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისი NCAA-ს ერთ-ერთი ფავორიტია, ამ კლუბმა ეს სეზონის პირველივე დღეს დაამტკიცა, როცა 62-ქულიანი სხვაობით გაანადგურა ჩრდილოეთ კაროლინა - 122:60. 2006 წლის მერე Big Ten-ის კონფერენციაში ამდენი ქულა არავის ჩაუგდია.

22 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მან მოედანზე 17 წუთი გაატარა. ბეჟანიშვილის ანგარიშზე 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 5 მოხნა მეტოქის ფარზე მიითვალა, რაც ყველაზე მეტია მატჩში. მის ანგარიშზე ერთი დაფარებაცაა. კოლეჯთა ლიგის დებიუტანტმა მილერმა 28 ქულა მიითვალა პირველივე თამაშში, ამდენივე ქულაა დოსუნმუს ანგარიშზე, კოკბერნმა კი 18 ქულა ჩააგდო.
კომენტარები