Thumbnail

როგორ მოაგებინა დიმიტრი იაშვილმა საფრანგეთს ექვსი ერის დიდი სლემი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ერთი ლელოსა და ჯარიმის ისტორია.
  • დიმიტრი იაშვილის 19 ქულა ინგლისთან გადამწყვეტ შეხვედრაში.
  • როგორ მოიგო საფრანგეთმა მერვე გრანდ სლემი ექვს ერში.

2004 წლის ექვსი ერის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. ფრანგებმა ექვს ერში ყველა შეხვედრის მოგება მოახერხეს. ბოლო ტურში ფრანგები ინგლისს ხვდებოდნენ და მოგების შემთხვევაში დიდი სლემის გამარჯვებულნი ხდებოდნენ. ინგლისელებს კი რვა ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა ექვსი ერის ტიტული მათ დარჩენოდათ.

დიმიტრი იაშვილი საფრანგეთის დროშით,

ფრანგებმა პირველი ნახევარი 21:3 მოიგეს. დიმიტრი იაშვილმა ტაიმის ბოლო წუთზე ლელოს დადება მოახერხა. როგორც აღმოჩნდა, იაშვილის ლელო გადამწყვეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებმა მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გამოასწორეს, გამარჯვებას ვერ მიაღწიეს და 24:21 დამარცხდნენ. იაშვილმა მეორე ტაიმის 52-ე წუთზე ჯარიმის გატანაც მოახერხა. საფრანგეთი დიდი სლემის გამარჯვებული მერვედ გახდა.

დიმიტრი იაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში 19 ქულა დააგროვა: ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ოთხი ჯარიმა.

ვინ არის დიმიტრი იაშვილი?

დიმიტრი იაშვილის ბაბუა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად. მისი შვილი მიშელ იაშვილი საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, სადაც 47 შეხვედრა ჩაატარა და 1968 წელს ხუთ ერში დიდი სლემის გამარჯვებულიც გახდა.

მიშელ იაშვილის შვილები

დიმიტრი იაშვილმა საფრანგეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, ხოლო გრეგუარ იაშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. გრეგუარმა ბორჯღალოსანთა რიგებში ორი ლელოც დადო და საქართველოსთვის ისტორიულ პირველ მსოფლიო თასზეც იასპარეზა. მესამე ძმა შარლ-ედუარდ იაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

საკლუბო კარიერა

დიმიტრი იაშვილმა საკლუბო კარიერა გლოსტერში დაიწყო, საიდანაც ბიარიცში გადავიდა. იაშვილი ბიარიცის ღირსებას 12 წელი იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები