Thumbnail
  • დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • გავიხსენოთ ფეხბურთის ღმერთის ეპიკური გამონათქვამები

2020 წლის 25 ნოემბერს მსოფლიომ დიეგო მარადონა დაკარგა. გენიალური არგენტინელი ათიანი 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 'ფეხბურთის ღმერთს' გული გაუჩერდა. 

ჩვენ მისი ცნობილ ფრაზები შევკრიბეთ.

💬 “ფეხბურთი ყველაზე დიდი სპორტია დედამიწაზე.” - დიეგო მარადონა თავის უდიდეს სიყვარულზე.

💬 “მე არ ვარ ჯადოქარი. დიეგო ვარ, რომელიც ფიორიტოში დაიბადა. ჯადოქრები ისინი არიან, ვინც ფიორიტოში ცხოვრობს, რადგან იქ ადამიანები თვეში 1000 პესოდ ცხოვრებას ახერხებენ. ესაა ჯადოქრობა,” - დიეგო იმაზე, თუ რამდენად გაჭირვებულ უბანში გაიზარდა.

💬 “სასწაულების არ მჯერა. სასწაულები უბრალოდ არ არსებობს, პირველ რიგში კი ფეხბურთში. ბედისწერის მჯერა, მეტის არაფრის...” - დიეგო თავისი ნიჭის შესახებ.

💬 “ფული ბედნიერებას არ ნიშნავს. ჩემი ბედნიერება ფეხბურთია!,” - დიეგო სიმდიდრისა და ბედნიერების შესახებ

💬 “ეს ღმერთის ხელი იყო!” - დიეგო ინგლისის კარში ხელით გატანილ გოლზე [1986]

💬 “ინგლისელებს გულახდილად და ათასჯერ ვუხდი ბოდიშს. მაგრამ იმ გოლს ხელით მაინც გავიტანდი!” - დიეგო 20 წლის შემდეგ.

💬 “გერმანული ფეხბურთი ძალიან მომწონს. ამ დღეებში ბევრი წერდა, მიუნხენის ბაიერნს მარადონას ყიდვა უნდაო. ესეც ვარიანტი იქნებოდა, სხვათა შორის ძალიან კარგი,” - ინტერვიუ გერმანულ ჟურნალ ‘შპიგელთან’ [1986]

💬 “მათ ოთხკუთხედი ფეხები აქვთ, რობოკოპები არიან!” - დიეგო შოტლანდიელი და ნორვეგიელი ფეხბურთელების შესახებ

💬 “მწვრთნელის რანგშიც კი, ჩემთვის ყველა მარცხი ისეთია, როგორიც პირველი მარცხი იყო და ყველა გამარჯვება ისეთი - როგორიც პირველი გამარჯვება იყო.”

💬 “მე ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ნარკოტიკებზე დამოკიდებული” - დიეგო თავის ნარკოდამოკიდებულებაზე [2005]

💬 “1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მაფიამ წაგვართვა. რაკი ჩვენ ნახევარფინალში იტალიელები დავამარცხეთ, გერმანია უნდა გამხდარიყო ჩემპიონი. მათ მიიღეს პენალტი, რომელიც არ იყო!” - დიეგო 1990 წლის მუნდიალის ფინალის შესახებ.

💬 “მათ მე ფეხები მომაჭრეს!” - დიეგო 1994 წლის მუნდიალიდან მოკვეთაზე.

💬 “ნარკოტიკს ვერ გააკონტროლებ, რადგან ის ნარკოტიკია, რომელიც თვითონ აკონტროლებს სხვებს. ვინც ადგება და იტყვის, რომ ნარკოტიკს აკონტროლებს, ის იტყუება ან თავი რიჩარდ გირი ჰგონია...” - დიეგო თერაპიის წინ.

💬 “არგენტინა როლს-როისია, მესი კი მისი მძღოლი” - დიეგო თავისი გუნდის გამთამაშებელზე [2010]

💬 “ჩემი ბიჭები მონსტრები არიან, მეომრები - რაც გინდათ, ის დაუძახეთ. მე მათთან ერთად მოვკვდები!” - დიეგო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის წინ, საკუთარი გუნდის შესახებ.

💬 “პელე მუზეუმში უნდა დადგან.” - დიეგო პელეზე.

💬 “არსებობს მხოლოდ ერთი მეფე - პელე. პელეს მსგავსი ვერავინ იქნება. პელეს ყველაფერი შეეძლო.” - როცა დიეგო და პელე დამეგობრდნენ.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები