- ნაპოლის პრეზიდენტს კლუბის ლეგენდის სახელის უკვდავყოფა სურს
- ნაპოლის სტადიონი სან პაოლო შესაძლოა მარადონას სახელობის გახდეს
ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ შესაძლებელია კლუბის საშინაო არენას ლეგენდარული დიეგო მარადონას სახელი მიენიჭოს. ამ იდეას ნეაპოლში ბევრი იზიარებს.
არგენტინის ნაკრებისა და ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიეგო საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც გული გაუჩერდა, მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
"მინდა, რომ ხვალინდელი თამაშის დროს (ნაპოლი ევროპალიგაზე რიეკას მასპინძლობს) სტადიონზე მარადონას პორტრეტი იყოს გამოფენილი. კარგი იქნება, თუკი სტადიონს "სან პაოლო მარადონას" დავარქმევთ და ამაზე უნდა დავილაპარაკოთ", - აქვეყნებს დე ლაურენტისის სიტყვებს იტალიური მედია.

"დიეგო არმანდო მარადონამ მილიონობით ნეაპოლელს იმედი აჩუქა და იმსახურებს იმას, რომ მის ხსოვნას პატივი მივაგოთ. სტადიონისთვის მარადონას სახელის დარქმევა - ეს ოცნებაა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ნეაპოლის სპორტული კომისიის პრეზიდენტმა და ქალაქის საკრებულოს წევრმა კარმინე სგამბატიმ.
მეტი ამ თემაზე:
- ფეხბურთის ღმერთს გული გაუჩერდა, მსოფლიომ მარადონა დაკარგა
- არგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგოს ფენომენი
- LIVE IS LIFE – დიეგოს ეპიკური გახურება მიუნხენში [1989]
- პელე: მე და მარადონა ზეცაში ფეხბურთს ისევ ვითამაშებთ
- გარი ლინეკერი: იმედი მაქვს, დიეგო ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს
დიეგო არმანდო მარადონა ნაპოლიში 1984-1991 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით ორჯერ იტალიის ჩემპიონი, თითოჯერ კი იტალიის თასისა და სუპერთასის, ასევე უეფას თასის მფლობელი გახდა. არგენტინის ნაკრებთან ერთად დიეგომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
კომენტარები