- ქართველი ფეხბურთელი მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა
- ცნობილია, რომ შოთა არგენტინელი ლეგენდის დიდი ქომაგი იყო
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი, ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
“RIP Diego. არ მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის გმირი ცოცხალი აღარაა...”, - დაწერა შოთამ სოციალურ ქსელში და ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ის თბილისში მყოფ მარადონას მაისურზე ავტოგრაფის დატანას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი საქართველოში ზუსტად 10 წლის წინ, 2010 წლის შემოდგომაზე იყო ჩამოსული და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ითამაშა. იმ მატჩში მონაწილეობა შოთა არველაძემაც მიიღო, რომელიც ყოველთვის მარადონას დიდი ქომაგი გახლდათ.
მეტი ამ თემაზე:
- ფეხბურთის ღმერთს გული გაუჩერდა, მსოფლიომ მარადონა დაკარგა
- არგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგოს ფენომენი
- LIVE IS LIFE – დიეგოს ეპიკური გახურება მიუნხენში [1989]
- პელე: მე და მარადონა ზეცაში ფეხბურთს ისევ ვითამაშებთ
- გარი ლინეკერი: იმედი მაქვს, დიეგო ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს
- მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
- 'გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან მარადიულია' - მესი დიეგოზე
- 'ახლა ცრემლების დროა' - როგორ დაემშვიდობნენ მისი ყოფილი გუნდები დიეგოს
- 'ის ძალიან ადრე გვტოვებს' - კრიშტიანო რონალდო დიეგოზე
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია მცირე ხნის წინ არგენტინულმა გაზეთმა CLARIN-მა გაავრცელა. როგორც ირკვევა, ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.
კომენტარები