Thumbnail
  • სამხრეთი აფრიკა 4:2 საქართველო
  • ქართველი ჰოკეისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად დამარცხდნენ

კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში III დივიზიონის ნაკრებთა შორის.

საქართველოს ნაკრები მასპინძელ სამხრეთ აფრიკას შეხვდა და მოულოდნელად, 2:4 დამარცხდა. 

აფრიკელთა ოთხ შაიბას, სამწუხაროდ, ოლივერ ობოლგოგიანის დუბლი დავუპირისპირეთ. ბრწყინვალედ ითამაშა მასპინძელთა მეკარემ.

მეორე დივიზიონში მხოლოდ გამარჯვებული გადადის. დღევანდელი მონაცემებით 9-9 ქულა აქვთ საქართველოს, ბულგარეთს. 

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ტაივანს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, მესამე დივიზიონის ჩემპიონი გახდება და საგზურსაც მოიპოვებს.

საქმე ისაა, რომ ერთნაირი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, ბოლო ტურში კი თურქეთი და ბულგარეთი ერთმანეთს ეთამაშება. ამ ორივე ნაკრებთან კი საქართველოს მოგებული აქვს. 

22 აპრილს გადამწყვეტ მატჩს საქართველოს ნაკრები 15:00-ზე დაიწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები