- ლიონელ მესი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა
- საშინელი ამბავი დადასტურდა: მსოფლიომ დიეგო მარადონა დაკარგა!
- პელე: მე და მარადონა ზეცაში ფეხბურთს ისევ ვითამაშებთ
ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დაწერა, რომ ეს ფეხბურთისთვის ძალიან სამწუხარო დღეა.
ლიონელ მესი: "ძალიან სამწუხარო დღე ყველა არგენტინელისთვის და ფეხბურთისთვის. დაგვტოვა, მაგრამ არ მიდის, რადგან დიეგო მარადიულია. მე ვინახავ მასთან ერთად გატარებულ ყველა ლამაზ მომენტს და მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს".
მეტი ამ თემაზე:
- ფეხბურთის ღმერთს გული გაუჩერდა, მსოფლიომ მარადონა დაკარგა
- არგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგოს ფენომენი
- LIVE IS LIFE – დიეგოს ეპიკური გახურება მიუნხენში [1989]
- პელე: მე და მარადონა ზეცაში ფეხბურთს ისევ ვითამაშებთ
- გარი ლინეკერი: იმედი მაქვს, დიეგო ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია მცირე ხნის წინ არგენტინულმა გაზეთმა CLARIN-მა გაავრცელა და მოგვიანებით არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა. როგორც ირკვევა, ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.
კომენტარები