Thumbnail
  • იუვენტუსის თავდამსხმელი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა
  • პორტუგალიელმა პოსტს ლეგენდასთან ერთად გადაღებული ფოტო დაურთო

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

"დღეს ვეთხოვები მეგობარს და სამყარო ემშვიდობება მარადიულ გენიას. ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. განუმეორებელი ჯადოქარი. ის ძალიან ადრე გვტოვებს, მაგრამ ტოვებს უდიდეს ნაკვალევს და სიცარიელეს, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. მშვიდად განისვენე. შენი სახელი არასდროს მიეცემა დავიწყებას", - დაწერა რონალდომ სოციალურ ქსელში. 

ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს საკუთარ სახლში გულის გაუჩერდა. დიეგო 60 წლის იყო...

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში გადაიყვანეს. დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები