Thumbnail

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

არგენტინის ხელისუფლების განცხადებით, დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა მიიღო, რომელიც დიეგოს გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა: 

"როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, ვმუშაობდი. საუბარი მიჭირს და სიცარიელეს ვგრძნობ. ეს ყველაზე ცუდი ამბავია, რომელიც შეიძლებოდა არხენტინოს ხუნიორსის ფანს შეიძლებოდა გაეგო. ჩვენ ის გვიყვარს. ვცდილობთ მის ოჯახთან დაკავშირებას. ეს უდიდესი დანაკარგია".

ლეგენდარული არგენტინელი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა, გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედიკოსებმა დიეგოს გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

წაიკითხეარგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგო მარადონას ფენომენი

კომენტარები

ბოლო ამბები