Thumbnail

უკრაინა ელიტიდან გააგდეს - უეფას სპორტულ არბიტრაჟში უჩივლებენ?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უკრაინის ნაკრებს შვეიცარიასთან 0:3 წაგება ჩაეთვალა
  • მომავალ სეზონში შევჩენკოს გუნდი B დივიზიონში ითამაშებს

უეფამ უკრაინის ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის ბოლო ტურში შვეიცარიასთან ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაუთვალა, ამის შესახებ უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. 

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიისა და უკრაინის დაპირისპირება მას მერე გაუქმდა, რაც 17 ნოემბერს უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს, რუსლან მალინოვსკის, სერგეი კრივცოვსა და ჟუნიორ მორაეშს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტესტზე დადებითი შედეგი მიიღო უკრაინელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ივან ბაშტოვოიმ. უკრაინელების პროტესტის მიუხედავად, მათ თამაშის უფლება არ მისცეს. 

ამგვარადა, შვეიცარიამ A ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, უკრაინის ნაკრები კი B-ში გავარდა. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს, მაგრამ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე, შვეიცარიამ ჯგუფში მე-3 პოზიცია დაიკავა. უკრაინულმა მხარემ, შესაძლოა, უეფას ეს გადაწყვეტილება სპორტულ არბიტრაჟში (CAS) გაასაჩივროს.

კომენტარები

ბოლო ამბები