- 'ძალიან სამწუხაროა, როდესაც მეგობრებს ასე კარგავ'
- საშინელი ამბავი დადასტურდა: მსოფლიომ დიეგო მარადონა დაკარგა!
- გარი ლინეკერი: იმედი მაქვს, დიეგო ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავის დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა. მის მოკლე კომენტარს Reuters ავრცელებს:
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც მეგობრებს ასე კარგავ. ერთხელაც მე და ის ზეცაში ფეხბურთს ისევ ვითამაშებთ”.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია მცირე ხნის წინ არგენტინულმა გაზეთმა CLARIN-მა გაავრცელა. როგორც ირკვევა, ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.
კომენტარები