Thumbnail

გარი ლინეკერი: იმედი მაქვს, დიეგო ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი ლეგენდარული არგენტინელის – დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ ცნობას გამოეხმაურა.

“არგენტინაში წერენ, რომ დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ჩემს თაობაში ის საგრძნობლად ყველაზე წინ იყო და შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ. იმედი მაქვს, რომ ბედნიერი, თუმცა, მღელვარე ცხოვრების შემდეგ, ის ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს”, - დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია მცირე ხნის წინ არგენტინულმა გაზეთმა CLARIN-მა გაავრცელა. როგორც ირკვევა, ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები