Thumbnail

ფეხბურთის ღმერთს გული გაუჩერდა, მსოფლიომ დიეგო მარადონა დაკარგა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

არგენტინაში შოკისმომგრელი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის გამოც უკვე მთელი საფებურთო სამყარო გლოვობს!

წაიკითხეარგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგო მარადონას ფენომენი

პირველად არგენტინულმა გაზეთმა CLARIN-მა დაწერა, რომ ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა! გამოცემაში ვკითხულობთ, რომ დიეგო საკუთარ სახლში, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ახლა ეს საშინელი ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ (AFA) ოფიციალურად დაადასტურა.

"არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია და მისი პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო. შენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები!" - ვკითხულობთ AFA-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

მეტი ამ თემაზე:

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძვოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო.

დიეგო მარადონას სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები