Thumbnail

რეალს ლუკაკუ სჭირდება - ინტერს ასეთ თანხაზე უარის თქმა გაუჭირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის ბელგიელმა თავდამსხმელმა შესაძლოა კლუბი ზამთარში შეიცვალოს  
  • 27 წლის ფეხბურთელით მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი ინტერესდებიან 

მილანის ინტერის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ შესაძლოა ახლო მომავალში კლუბი შეიცვალოს.  27 წლის ბელგიელი ფორვარდის გადაბირებაზე მადრიდის რეალი სერიოზულად ფიქრობს.

ზინედინ ზიდანს თავდახმის ხაზში პრობლემები აქვს და გაძლიერება ამ ზათარსვე სჭირდებდა. როგორც ესპანური მედია წერს, "სამეფო კლუბი" მზადაა, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლუკაკუს სანაცვლოდ მილანურ კლუბს 85 მილიონი ევრო გადაუხადოს. 

რეალი ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც ბელგიელის დამატება სურს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის ტრანსფერით მანჩესტერ სიტიც დაინტერესდა, მაგრამ მილანურმა კლუბმა ლუკაკუში საკმაოდ ძვირი - 105 მილიონი ევრო მოსთხოვა. სიტის ამ ტრანსფერში 79 მილიონზე მეტის გაღება არ სურს.

პერესი და ზიდანი თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობენ

რომელუ ლუკაკუ მილანის ინტერის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც მანჩესტერ იუნაიტედიდან, 83 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა სერია A-ს შვიდ მატჩში ითამაშა და ამდენივე გოლითა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები