Thumbnail

'ნამდვილი ლიდერი' - ჯაბა კანკავა ყაზახეთში ტურის სიმბოლურში მოხვდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს
  • 34 წლის ფეხბურთელმა ტობოლის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა. კოსტანაის ტობოლის 34 წლის ნახევარმცველი Sports.kz-მ სტუმრად ოკჟეტპესთან შეხვედრაში დამაჯერებელი თამაშისთვის გამოარჩია.

ტობოლმა მე-20 ტურის შეხვედრაში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა (2:0). კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი კი თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. 

"ქართველი საყრდენი ნახევარმცველი თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო, რომელიც ცდილობდა, მონაწილეობა მოედანზე ლამის ყველა სათამაშო ეპიზოდში მიეღო", - წერს საიტი.

ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირს ტობოლთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდებათ. სად გააგრძელებენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

კოსტანაის ტობოლს ლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. ლიდერი 45 ქულით ასტანაა, რომელსაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მესამე პოზიციაზე კი ასტანაა (18 მატჩი, 30 ქულა). ყაზახეთის სუპერლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები