Thumbnail

ვინ გახდება საუკეთესო გოლის ავტორი? პუშკაშის პრიზის ნომინანტები ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფიფამ 2020 წლის საუკეთესო გოლის ნომინანტები დაასახელა, რომლებიც ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზზე არიან წარდგენილნი.

ჯილდოს მოპოვების შანსი აქვთ: შირლი კრუზს (კოსტა-რიკის ქალთა ნაკრები), ჯორჯიან დე არასკაეტას (ფლამენგო, ბრაზილია), ჯორდან ფლორესს (დანდალკი, ირლანდია), ანდრე-პიერ ჟინიაკს (ტიგრესი, მექსიკა), სოფი ინგლსს (ჩელსის ქალთა გუნდი), ზლატკო იუნუზოვიჩს (ზალცბურგი, ავსტრია), ხლომფო კეკანას (მამელოდი სანდაუნზი, სამხრეთ აფრიკა), სონ ჰიმ მინს (ტოტენჰემი, ინგლისი), ლიონელ კინიონესს (მაკარა, ეკვადორი), ლუის სუარესსა (ბარსელონა, ესპანეთი) და კეროლაინ ვეირს (მანჩესტერ სიტის ქალთა გუნდი).

ფიფას ცერემონია The Best FIFA Football Awards 2020 ონლაინფორმატში, 17 დეკემბერს გაიმართება და ჯამში 11 ჯილდო გაიცემა: საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მწვრთნელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მეკარე, მსოფლიო ნაკრები ქალებსა და მამაკაცებს შორის, ასევე ფეარ პლეის პრიზი და ხსენებული პრიზი ულამაზესი გოლისთვის. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ნაკრები გუნდების კაპიტნებსა და მწვრთნელებთან ერთად, ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობას 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ფანებიც მიიღებენ. გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები