Thumbnail
  • ნაპოლის ფეხბურთელები დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
  • დე ლაურენტისს მათთვის ამ სეზონში 1 თვის ხელფასიც არ მიუცია

კორონაკრიზისმა ყველა საფეხბურთო კლუბი დააზარალა, მაგრამ ნაპოლის განსაკუთრებით სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ‘გაძეტა დელო სპორტი’ დღევანდელ ნომერში წერს, რომ სამხრეთიტალიური კლუბის მოთამაშეებს ამ სეზონში ერთი თვის ხელფასიც კი არ აუღიათ.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, ასევე უხელფასოდ მუშაობენ კლუბის თანამშრომლები და გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოც. გაზეთი წერს, რომ ნაპოლის შეფი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელებს 1 დეკემბრამდე მინიმუმ 1 თვის დავალიანების გადახდას დაპირდა.

ხელფასების დაგვიანებამ გუნდში დაძაბულობა შეიტანა. კვირას, მილანთან მარცხის (1:3) ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი გატუზოს დაუპირისპირდა. კორონაკრიზისის გამო იტალიაში ფინანსური პრობლემები ბევრ კლუბს აქვს. რამდენიმე დღის წინ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შეფმა გაბრიელე გრავინამ მთავრობას კლუბების დახმარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ იტალიურ კლუბს გაკოტრების საფრთხე დაემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები