Thumbnail
  • ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინატები დაასახელა
  • ასევე დასახელდნენ წლის საუკეთესო მწვრთნელობის პრეტენდენტები
  • ხმის მიცემა სტარტს 25 ნოემბრიდან აიღებს და 9 დეკემბერს დასრულდება.

ფიფამ თავის ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზზე - The Best-ზე არიან წარდგენილნი. 
  
ნომინატთა სიაში არიან: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, ლივერპული), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან  მბაპე, ნეიმარი (ორივე პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დაიკი (ყველა ლივერპული).

ფიფამ ასევე გამოაქვეყნა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ნომინირებულთა სიაც, რომელშიც მოხვდნენ: მარსელო ბიელსა (ლიდსი), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი), იურგენ კლოპი (ლივერპული), ხულენ ლოპეტეგი (სევილია) და ზინედინ ზიდანი (რეალი).

ფიფას წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე წარდგენილები არიან: ალისონ ბეკერი (ლივერპული), ტიბო კურტუა (რეალი), კეილორ ნავასი (პარი სენ-ჟერმენი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), იან ობლაკი (ატლეტიკო), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა). 

შარშან წლის მამაკაცი ფეხბურთელი ლეო მესი გახდა, წლის ქალი ფეხბურთელი - მეგან რაპინო

ფიფას ცერემონია The Best FIFA Football Awards 2020 ონლაინფორმატში, 17 დეკემბერს გაიმართება და ჯამში 11 ჯილდო გაიცემა: საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მწვრთნელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მეკარე, მსოფლიო ნაკრები ქალებსა და მამაკაცებს შორის, ასევე ფეარ პლეის პრიზი, პუშკაშის სახელობის პრიზი ულამაზესი გოლისთვის. 

მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ნაკრები გუნდების კაპიტნებსა და მწვრთნელებთან ერთად, ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობას 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ფანებიც მიიღებენ. გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები