Thumbnail

Golden Joystick Awards 2020: წლის საუკეთესო თამაში The Last of Us 2 გახდა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • The Last of Us 2-მა სულ 5 ჯილდო მოიპოვა
  • მთავარ ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ Final Fantasy 7 Remake, Half-Life: Alyx, Death Stranding (PC), Ghost of Tsushima და სხვა.

The Last of Us 2-მა Golden Joystick Awards 2020-ზე მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა და წლის საუკეთესო თამაშის ტიტული მოიპოვა. ამ წარმატებას თამაშის კრეატიული დირექტორი ნეილ დრაქმანი ვიდეოთი გამოეხმაურა. ''სიმართლეს გეტყვით, ძალიან გახარებული ვარ. ისეთი თამაშების კამპანიაში ყოფნა, როგორიც ჩვენი მეტოქეები იყვნენ, დიდი პატივია. თითოეული მათგანი ძალიან გვიყვარს.''

''ამაყი ვარ ჩვენი გუნდით, რომელმაც ამ თამაშის შექმნაზე იმუშავა: იმით, თუ როგორ ვედექით გვერდში და ვამხნევებდით ერთმანეთს. განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ეშლი ჯონსონსა და ლაურა ბეილის, რომელმაც ელისა და ების როლები საოცრად ითამაშეს. და, რა თქმა უნდა, მადლობა ფანებს, რომლებმაც მხარდაჭერა გმოგვიცხადეს. ეს თქვენი დამსახურებაა.''

გასულ ღამეს გამართული დაჯილდოვება სტუდია Naughty Dog-ისთვის მართლაც ღირსშესანიშნავი გამოდგა: The Last of Us 2-მა საუკეთესო თამაშის გარდა კიდევ ოთხ ნომინაციაში (საუკეთესო აუდიო, საუკეთესო სიუჟეტი, საუკეთესო ვიზუალური დიზაინი და წლის საუკეთესო თამაში ფლეისთეიშენზე) გაიმარჯვა.

ეს გამარჯვება კიდევ უფრო შთამბეჭდავია, იმის გათვალისწინებით, რომ The Last of Us 2-ის კონკურენტები მთავარ ნომინაციაში ისეთი თამაშები იყვნენ, როგორიცაა; Final Fantasy 7 Remake, Half-Life: Alyx, Death Stranding (PC), Assassin's Creed Valhalla, Doom Eternal, Demon's Souls (PS5), Ghost of Tsushima და სხვა.

გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

  • საუკეთესო სიუჟეტი - The Last of Us 2
  • საუკეთესო მულტიფლეიერი - Fall Guys
  • საუკეთესო ვიზუალური დიზაინი - The Last of Us 2
  • საუკეთესო DLC - No Man's Sky: Origins
  • საუკეთესო მობილური თამაში - Lego Builder's Journey
  • საუკეთესო აუდიო- The Last of Us 2
  • საუკეთესო დამოუკიდებელი (ინდი) თამაში - Hades
  • საუკეთესო დეველოპერი - Naughty Dog
  • საუკეთესო ელექტრონული სპორტი - Call of Duty: Modern Warfare
  • საუკეთესო სთრიმერი - iamBrandon
  • საუკეთესო საოჯახო თამაში - Fall Guys
  • საუკეთესო ქომიუნითი - Minecraft
  • საუკეთესო მსახიობი ვიდეო თამაშში - Sandra Saad (Kamala Khan) 
  • წლის აღმოჩენა - Innersloth (Among Us)
  • ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის - The Gaming Industry
  • საუკეთესო თამაში PC-ზე - Death Stranding
  • საუკეთესო სათამაშო მოწყობილობა - NVIDIA GeForce RTX 3080
  • საუკეთესო თამაში PlayStation-ზე -  The Last of Us 2
  • საუკეთესო თამაში Xbox-ზე - Ori and the Will of the Wisps
  • საუკეთესო თამაში Nintendo-ზე - Animal Crossing: New Horizons
  • ყველაზე სასურველი თამაში - God of War: Ragnarok
  • კრიტიკოსთა ფავორიტი - Hades

კომენტარები

ბოლო ამბები