Thumbnail
  • ბემ ადებაიომ და ბრენდონ ინგრემმა კონტრაქტები გააფორმეს
  • იანის ანტეტოკუნმპო და ენტონი დევისი ჯერ იცდიან

Free Agency-ს მე-5 დღეს ბემ ადებაიომ და ბრენდონ ინგრემმა მაქსიმალურ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი, იანის ანტეტოკუნმპო და ენტონი დევისი კი ჯერ არ ჩქარობენ. The Atletic-ის ინსაიდერი შემს შარანია ჯერ კიდევ ნაშუადღევს წერდა, რომ მაიამი ჰიტი ადებაიოსთან შეთანხმებული იყო, რაც მოგვიანებით ESPN-მა Miami Herald-მა დაადასტურეს. მაიამის Big Man-მა ჰიტს თავისი ბედი კიდევ 5 წლით დაუკავშირა და შესაძლოა, ბონუსებთან ერთად თითქმის 200 მილიონი დოლარი მიიღოს.

მანამდე ნიუ ორლეან პელიკანსთან ბრენდონ ინგრემის ახალ კონტრაქტზე გავრცელდა ცნობები - ESPN-ის ინფორმაციით, ფორვარდი 5-წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ 168 მილიონ დოლარს მიიღებს.

დევისი იანისის გადაწყვეტილებას ელოდება?

ადებაიოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მაიამისთვის რთული ხდება იანისის გადაბირება - თუკი ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტი გახდება. რაკი იანისს თავისი Supermax-კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ლეიკერსმა მომავალი ზაფხულისთვის კიდევ ერთი მაქსიმალური კონტრაქტის (ანუ, იანისის) ფული გამოითავისუფლოს ბიუჯეტში (თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა). ამისთვის ენტონი დევისმა 1+1 კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ წელს თავის კონტრატზე ჯერ უარი თქვას, მერე ლეიკერსმა იანისი გაიფორმოს და ამის მერე დევისი ისევ ლეიკერსთან კონტრაქტზე დათანხმდეს. როგორც ბრაიან უინდჰორსტი (ESPN) წერს, ენტონი დევისი თავისი კონტრაქტის გაფორმებამდე სწორედ ბერძენის გადაწყვეტილებას ელოდება.

NBA Free Agency: მე-5 დღის კონტრაქტები

📌 ბობ ბოლი 2 წლით და 4,2 მილიონ დოლარად დენვერში დარჩა

📌 ბრენდონ ინგრემი 5 წლით და 168 მილიონ დოლარად ნიუ ორლეან პელიკანსში დარჩა

📌 ბემ ადებაიო 5 წლით და 163 მილიონ დოლარად მაიამი ჰიტში დარჩა

კომენტარები

ბოლო ამბები