Thumbnail
  • ტრადიცია, რომელიც 123 წელი გრძელდებოდა, დაირღვა
  • პირლოს შეეძლო, ეს თავიდან აეცილებინა

იუვენტუსმა ფერენცვაროშს, როგორც მოსალოდნელი იყო, მოუგო და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური ნაადრევად, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა, მაგრამ მატჩის შემდეგ ყველა სხვა რამეზე ლაპარაკობდა.

საქმე ისაა, რომ ტურინული გრანდის ძირითად შემადგენლობაში არცერთი იტალიელი უკანახაზელი არ იყო. იუვეს სასტარტოში იტალიელი მცველი ან მეკარე არ იყო. ერთი შეხედვით, ამაში გასაოცარი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ ისტორია საპირისპიროს ამტკიცებს: 123 წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა!

ზედიზედ 4371 მატჩში იუვეს ძირითადში ერთი იტალიელი მეკარე ან მცველი მაინც იყო ხოლმე!

ცხადია, ამის მიზეზი ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის ტრავმებია. იუვეს დაცვის ხაზი ფერენცვაროშთან ასე გამოიყურებოდა: კუადრადო, დანილო, დე ლიხტი, ალექს სანდრო. კარში კი ვოიცეხ შჩესნი იდგა. იუვეს მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოს ამ უნიკალური ტრადიციის გაგრძელება კარში ჯანლუიჯი ბუფონის ან კარლო პინსოლიოს დაყენებით შეეძლო...

კომენტარები

ბოლო ამბები