Thumbnail

'სრულყოფილი ფორვარდია, ბევრს მოუმატებს' - ესპანელების დასკვნა ჟორჟ მიქაუტაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ესპანურმა VIP DEPORTIVO-მ ქართული წარმოშობის ფრანგ ფორვარდ ჟორჟ მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. 20 წლის ფეხბურთელი გამოცემამ "ბელგიის სიურპრიზად" მოიხსენია.

VIP DEPORTIVO: ჟორჟ მიქაუტაძე, სიურპრიზი ბელგიაში

ცენტრფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე მოულოდნელად იქცა ბელგიის მეორე ლიგის მთავარ სიურპრიზად, მან 11 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ის ლიონში დაიბადა და 31 ოქტომბერს 20 წლის გახდა. ქართული წარმოშობის ფეხბურთელი ლიონის აკადემიაში იზრდებოდა, რომელიც 2016 წელს დატოვა, ლიგა 1-ის მეცს კი ის სრულიად უფასოდ ჩაუვარდა. 

მეცის დუბლებში ჟორჟმა 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ყველა ცენტრფორვარდის პოზიციიდან. ამის შემდეგ მან ერთხელ ითამაშა ლიგა 1-ში, მხოლოდ 7 წუთი ნიცასთან წაგებულ მატჩში (2019 წლის დეკემბერში), სამჯერ კი განაცხადში მოხვდა (ორჯერ ლიგა 1-ში, ერთხელ საფრანგეთის თასზე). ახალგაზრდა ტალანტმა მეცისგან 4-წლიანი კონტრაქტი დაიმსახურა, მაგრამ2020 წლის ივლისში მეცმა ჟორჟი ერთი სეზონით ბელგიურ სერენში გაუშვა. 

თამაშის სტილი

ის სწრაფი, ჭკვიანი ფორვარდია, რომელსაც დრიბლინგი უყვარს. თამაშს კარგად კითხულობს, ძლიერი და ენერგიულია, პოზიციას შესანიშნავად არჩევს და მუდმივად კარზეა დაგეშილი. მას ასევე კარგად გამოსდის დარტყმები დაუმუშავებლად და საჯარიმოები. ერთი სიტყვით, ჟორჟი სრულყოფილი ფორვარდია. ასევე აღსანიშნავია, რომ მას ძალიან ბევრის მომატება შეუძლია. 

ბოლო ტურში ვესტერლოსთან მიქაუტაძემ გოლი ვერ გაიტანა

ეს სეზონი

11 ტურიდან მან 7-ში გაიტანა, ერთხელ პოკერი შეასრულა (ეს მისი დებიუტი იყო პროქსიმუს ლიგაში), ორჯერ ჰეთ თრიკი და ერთხელ დუბლი. ის გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია, 11 მატჩში ჟორჟმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო უნდა აღინიშნოს, რომ მას ჯერ საგოლე პასი არ გაუკეთებია. ახლა მან ცოტა მოუკლო, ბოლო 4 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა ეს უფრო დროებითი მოვლენაა. 

მეცი და სერენი

მიქაუტაძესთან ერთად მეცმა სერენში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად 6 ფეხბურთელი გაუშვა, რომელთაგანაც არცერთია 22 წელზე უფროსი ასაკის. ამ ორი კლუბის თანამშრომლობა წლებია გრძელდება, თუმცა ამ სეზონში უფრო ინტენსიური გახდა, რადგან სერენი მეორე დივიზიონში აღზევდა.

კომენტარები

ბოლო ამბები