Thumbnail

City Football Group-მა, რომელიც მანჩესტერ სიტისთან ერთად, ნიუ იორკ სიტის (აშშ), იოკოჰამა მარინოსს (იაპონია) და მელბურნ სიტის (ავსტრალია) ფლობს, ლიონელ მესისთან დაკავშირებით 10-წლიანი გეგმა შეიმუშავა. Sky Sports თუ ვენდობით, 33 წლის ვარსკვლავის ტრანსფერი იანვარში მანჩესტერულ კლუბში თითქმის გამოირიცხა, მესი კონტრაქტის ვადას ბარსელონაში ჩაამთავრებს და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. 

City Football Group-მა მესის ტრანსფერისთვის სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა - 10-წლიანი გეგმის პირველ ნაწილში ლეო რამდენიმე სეზონს პრემიერლიგაში გაატარებს. ამის შემდეგ კი კარიერის დასრულების სამი ვარიანტი ექნება - აშშ-ში, იაპონიაში ან ავსტრალიაში. რის შემდეგაც ის სიტის საერთაშორისო ელჩი გახდება. 

გასული სეზონში ლიონელ მესის ბარსელონას ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა, არგენტინელს კლუბიდან წასვლა სურდა, მაგრამ არ გაუშვეს. ბარსელონა მის ნაცვლად 700 მილიონ ევროს ითხოვდა. მესი კომპრომისზე წავიდა და დარჩა კატალონიურ გრანდში. 

არგენტინელი სუპერვარსკვლავი 2003 წლიდან ბარსელონაში თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ლა ლიგა 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ხოლო "ოქროს ბურთი" - 6-ჯერ. 

კომენტარები

ბოლო ამბები