Thumbnail

'შესაძლოა, სულ მალე დაგვტოვოს' - ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის TOP 10-ში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19 წლის ნახევარმცველი რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის რჩეულებში მოხვდა
  • championat.com ვარაუდობს, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთს მალე დატოვებს

რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრე დასრულდა, ადგილობრივმა სპორტულმა მედიამ კი ანალიზის გაკეთება დაიწყო. ცნობილმა რუსულმა სპორტულმა საიტმა championat.com-მა ის ათი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებმაც ჩემპიონატის განვლილი 15 ტურის განმავლობაში თავი ყველაზე მეტად გამოიჩინეს. 

სასიხარულოა, რომ ათეულში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია.

"ამჟამად ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოთამაშეა. ქართველი ნახევარმცველი მატჩში საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია. კვარაცხელიასგან გამუდმებით მომდინარეობს საფრთხე მეტოქის კართან. 

სერიოზულად დადის ხმები ხვიჩას მიმართ დორტმუნდის ბორუსიას ინტერესზე. კვარაცხელიას ასევე აკვირდებიან იტალიიდანაც. შესაძლოა, სულ მალე მან დატოვოს რუსეთის პრემიერლიგა, იქამდე კი ისღა დაგვრჩენია, თვალი მივადევნოთ მის ეფექტურ თამაშს რუბინში", - წერს საიტი.

ხვიჩას ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თითო გოლი და საგოლე პასია

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნოემბრის მატჩებისთვის იყო გამოძახებული, მაგრამ შეკრებაზე COVID 19 გამოუვლინდა და ამის გამო გუნდს ვეღარ დაეხმარა. ქართველმა ფეხბურთელმა რუბინის ღირსება რუსეთის ჩემპიონატის 14 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 2-2 გოლითა და საგოლე პასით, ასევე მოპოვებული 3 პენალტით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები