Thumbnail
  • პაპუნაშვილმა არაგონულ კლუბში ძირითადისთვის ბრძოლა მოიგო
  • 22 წლის ქართველს 21 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი

21 აპრილს ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსა ალმერიას მასპინძლობს. ქართველის გუნდი ლა ლიგის პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის.

არაგონელთა თავკაცმა ნაჩო გონსალესმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რაიო ვალეკანოსთან გოლის გამტანი ქართველი შემტევი ამჯერად, სარაგოსას სასტარტოში იქნება, რადგან მან თავი კარგად წარმოაჩინა და ახლა საუკეთესო ფორმაშია.

22 წლის პაპუნაშვილმა ძირითადისთვის ბრძოლა 24 წლის ხორხე პომბოს (25 თამაში, 5 გოლი) მოუგო. 

MARCA წერს, რომ შეტევაში პაპუნაშვილი უკეთ უგებს არაგონელთა ფორვარდ ბორხა იგლესიას (33 თამაში, 16 გოლი). 

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილს 21 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. "ვალეკანოსთან" იგი შეცვლაზე შემოვიდა, 89-ე წუთზე გაიტანა კიდეც, მაგრამ სარაგოსამ მატჩი ვეღარ გადაარჩინა - 1:2.

სარაგოსა 55 ქულით მე-7 ადგილზეა. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პრიმერაში იასპარეზებენ, ხოლო მე-3 - მე-6 ადგილზე გასულები კიდევ ერთ საგზურს პლეი ოფში გაითამაშებენ. დღეისათვის ოვიედო სარაგოსას ქულით უსწრებს, კადისი და ნუმანსია - 2-2 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები