Thumbnail

ხარაიშვილის უიღბლობა - გიორგი სეზონში მესამედ დაშავდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ხარაიშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს
  • 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია

შვედური გიოტებორგის ქართველ ლეგიონერ გიორგი ხარაიშვილს მიმდინარე სეზონში არ უმართლებს. 24 წლის შემტევი მესამედ დაშავდა და შესაძლოა სეზონიც ნაადრევად დაასრულა.

ოლსვენკანის 28-ე ტურში გიოტებორგი საკუთარ მოედანზე ჰაკენს დაუპირისპირდა (1:1), ხარაიშვილმა კი მე-2 ტაიმის სტარტზე შეცვლა მოითხოვა. გიორგიმ მინდორი 51-ე წუთზე დატოვა და თამაში ტრავმის გამო ვერ გააგრძელა.

ამ ეტაპზე შვედური მედია დაზიანების ხარისხზე არაფერს წერს და ყველა კითხვას პასუხს სამედიცინო გამოკვლევა გასცემს. ქართველმა შემტევმა ამ სეზონში მესამედ მიიღო ტრავმა და მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის ჩემპიონატში უკვე 28 ტურია გამართული, გიორგიმ მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი). აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში მან შვედურ კარიერაში პირველი ტიტულიც მოიგო - შვედეთის თასი.

ოლსვენსკანის დასრულებამდე კი სულ რაღაც 2 ტური დარჩა. გიოტებორგი 28 ქულით მე-13 ადგილზეა და პლეი აუტის ზონაში მყოფ კალმარს 4 ქულით უსწრებს. თეთრ-ლურჯები მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, სტუმრად ოსტერსუნდსთან გამართავენ და ითამაშებს თუ არა ხარაიშვილი ამ დაპირისპირებაში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები