Thumbnail

'გამოძიების დროა' - ზლატანი FIFA 21-ს შემქმნელებს დაემუქრა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური მილანის შვედმა ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა FIFA 21-ს შემქმნელები გააკრიტიკა და მათ გამოძიებითაც კი დაემუქრა. 39 წლის თავდამსხმელი იმითაა აღშფოთებული, რომ კომპანია მისი სახელით ფულს შოულობს.

“ვინ მისცა უფლება FIFA EA Sport-ს, რომ ჩემს სახელსა და გამოსახულებას იყენებს? FIFPro-მ? არ ვიცოდი, რომ მათი წევრი ვიყავი. და თუკი ეს ასეა, ესე იგი იქ ჩემს უნებართვოდ, რაღაც უცნაური ხერხით დამამატეს. ის ხომ ნამდვილად ვიცი, რომ FIFA-სთვის და FIFPro-სთვის ჩემი გამოყენებით ფულის შოვნის უფლება არასდროს მიმიცია. მთელი ეს წლებია, ვიღაც მდიდრდება იმის ხარჯზე, რომ ჩემს სახელს იყენებს და ამის თაობაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს. დრო მოვიდა, ეს ყველაფერი გამოვიძიოთ”.

ცნობისთვის, კომპანია EA-მ თავისი ლეგენდარული საფეხბურთო ფრენჩაიზის ბოლო თამაში - FIFA 21 6 ოქტომბერს გამოუშვა. FIFA 21 უკვე ხელმისაწვდომია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მისი სტანდარტული ვერსია 60 $ ღირს, Champions ვერსია 80 $, ხოლო Ultimate ვერსია 100 $.

📺 ზლატანის გოლები ნაპოლისთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები