Thumbnail
  • ევროლიგა სეზონის საუკეთესო ხუთეულებსა და საუკეთესო მოთამაშეს ავლენს
  • თორნიკე შენგელია ერთ-ერთი ფავორიტია
  • ფანების გამოკითხვაში შენგელიას რეიტინგი სწრაფად იზრდება

ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 4 მაისის ჩათვლით გრძელდება ფანების გამოკითხვა, რომელთაც ჟურნალისტებთან ერთად, ევროლიგის რეგულარული სეზონის MVP და საუკეთესო ხუთეულები უნდა დაასახელონ. 

ფანების მიმდინარე გამოკითხვაში თორნიკე შენგელია სულ უფრო წინ მიიწევს - თავიდან ის 4%-ით მე-8 ადგილზე იყო, შემდეგ მე-5 ადგილზე გადავიდა (5.5%), ახლა კი ბასკონიას ქართველი კაპიტანი უკვე მეოთხეა მას ხმების 6.24% აქვს და სულ მცირედით უსწრებს ფენერბაჰჩეს იან ვესელის, რომელსაც მოედანზე დღეს დაუპირისპირდება პლეი ოფის პირველი წრის მეორე მატჩში.

სეზონის MVP (ფანების ხმები)

1. ნიკ კალათესი (პანათინაიკოსი) - 11.51%

2. ლუკა დონჩიჩი (რეალი) - 7.33%

3. ჯეიმს გისტი (პანათინაიკოსი) - 7.09%

4. თორნიკე შენგელია (ბასკონია) - 6.24%

5. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) - 6.20%

ხმის მიცემა შესაძლებელია სოციალური მედიის რომელიმე ექაუნთის მეშვეობით (მათ შორის ფეისბუქითაც). დღეში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი ხმის მიცემა. ირჩევთ სასურველ ხუთეულს, მათგან ერთ-ერთს MVP-ის და აძლევთ ხმას. ხმის მიცემა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ლინკზე.

ხმა მიეცით შენგელიასა და შერმადინს

გამოკითხვას 7DAYS აწყობს და ფანების ხმებს 25%-იანი ძალა ექნება, დანარჩენი 75% კი მედიის ხმებზე იქნება დამოკიდებული. ხმის მიცემის პერიოდი 4 მაისს დასრულდება. 

ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდება ის, რომელსაც მედიასა და ფანებს შორის ყველაზე მეტი ხმა ექნება. ის და მომდევნო 4 მოთამაშე ევროლიგის სეზონის პირველ გუნდში მოხვდებიან, მომდევნო ხუთი კი - მეორეში.

თორნიკე შენგელიას გარდა, ხმის მიცემა გიორგი შერმადინისთვისაც (უნიკახა) შეგიძლიათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები